გლდანის ციხეში რატი ბრეგაძე იმყოფება

გამოქვეყნდა:

გლდანის ციხეში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე იმყოფება.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან "ოცნების" წევრები, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე.  გავრცელებული ინფორმაციით, ციხეშია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი