"საჭიროების შესაბამისად უნდა გადაიდგას ნაბიჯები" | სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე

გამოქვეყნდა:

"პაციენტის ინტერესი მოითხოვს, რომ საჭიროების რელევანტურად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება და ნაბიჯების გადადგმა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე გლდანის ციხის დატოვების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

პირველ ეტაპზე, რაც ყველაზე მეტად საყურადღებო გახლავთ, სწორედ სამედიცინო მდგომარეობაა. ახლა ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად ყველა შევეცადოთ, რომ ყველანი ორიენტირებული ვიყოთ უშუალოდ პაციენტის ინტერესებზე და მათ შორის ასევე მინდა ვთქვა, იმ ადამიანების გასაგონად, ვინც მომხრეებად გვევლინებიან ბატონი სააკაშვილის, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ყურადღება იმ მიმართულებით, რომ მისი ჯანმრთელობის მიმართულებით სასიკეთოდ ნაბიჯები გადაიდგას. 

ყველაზე საუკეთესო აზრი იქნება მისთვის პირველ რიგში გადაწყვეტილების მიღბა შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გადაყვანა-არგადაყვანას, მე არ მინდა უბრალოდ საკითხი ისე წარმოჩინდეს, რომ ეს იქცეს პოლიტიკურ იდეაფიქსად, ეს არ არის გამართლებული და მიზანშეწონილი. ამ შემთხვევაში პაციენტის ინტერესი მოითხოვს სწორედ იმას, რომ რაციონალურად შეფასდეს მდგომარეობა და საჭიროების რელევანტურად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება და ნაბიჯების დაგეგმვა და გადადგმა, - ამბობს სარჯველაძე. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი