
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი, რომელმაც ელენე ხოშტარიას შიმშილობა სახელმწიფოს დაშანტაჟებად შეაფასა დღეს ამბობს, რომ ადამიანურად, მასზე ნერვიულობს. ამ თემაზე კომენტარი მან შიმშილობის მე-17 დღეს, დეპუტატის მონახულების შემდეგ გააკეთა.
"ძალიან მადარდებს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა და ძალიან მინდა, რომ მის ჯანმრთელობას არ შეექმნას არანაირი საქმე. მიუხედავად იმისა ჩვენ რა პოლიტიკური პოზიციები გვაქვს და რა მოსაზრებები გვაქვს ერთმანეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ შეიძლება იყოს რაიმე სხვაობა, განსხვავება ადამიანურ დამოკიდებულებებში და ადამიანურად მე ძალიან ვნერვიულობ მასზე და მინდა რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა", - თქვა ნინო წილოსანმა.
ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს, ცოტა ხნის წინ მასთან ოთახში ეტლი შეიტანეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ დღეს, 19 ნოემბერს ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ის მედიკამენტების მიღებაზეც უარს ამბობს. მისი თქმით, არაფერს მიიღებს, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. ამავე თემაზე: