საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ იმყოფება რეანიმაციაში - მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი მისმა ადვოკატმა დღეს ვერ მოინახულა. დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის ციხესთან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, დაწესებულების მთავარმა ექიმმა უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტის რეანიმაციაშია, სადაც მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს შესვლის უფლება. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას: 

"განმიმარტეს, რომ მას ეძინა და რომ გაიღვიძებდა შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ, თუმცა დაახლოებით საათნახევრიანი ლოდინის შემდგ, მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, სადაც იმყოფება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ. ამის შემდგ მოვითხოვე დაკავშირება შესაბამის პირთან, იქნებოდა ეს ექიმი, თუ დაწესებულების დირექტორი, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვესაუბრე მე-18 დაწესებულების მთავარ ექიმს ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი ჯერჯერობით არ არის მოსული. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა მათი განმარტებით არ არსებობს, თუმცა ელოდებიან კვლევების შედეგებს და ასევე განმიცხადა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა იქნება მომდევნო ნაბიჯები მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის გადაყვანასთან დაკავშირებით" განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

თუმცა, როდის შედგება ეს შეხვედრა არც დღე და არც საათი მისთვის არ უცნობებიათ. დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური უპასუხისმგებლოდ იქცევა და მას უკვე უნდა ჰქონდეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ აქვს ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვაგან გადაიყვანეს და ინფორმაციას არ ავრცელებენ, ადვოკატმა უპასუხა, რომ „არაფერს გამორიცხავს“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი