ძალიან ვართ შეშფოთებული ელენე ხოშტარიას მდგომარეობით - კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ძალიან შეშფოთებულები არიან მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიას მდგომარეობით და იმედი აქვს, რომ მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა.

"ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ელენე ხოშტარიას მდგომარეობით, მან განაცხადა, რომ შიმშილობს, რადგან იმედი აქვს, რომ ეს მის ქვეყანას ხანგრძლივ სტაბილურობას მოუტანს, ხალხი გაერთიანდება და პოლარიზაცია დასრულდება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა და არც თავად ჩაიგდებს თავს უკიდურესი რისკის ქვეშ. ასევე იმედი გვაქვს, რომ სხვა ადამიანებიც, ვინც შიმშილობენ შესაბამის დახმარებას მიიღებენ, ძალიან შემაშფოთებელია ამ ყველაფრის ყურება, მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოგვარდეს", - თქვა კელი დეგნანმა.

ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე მე-17 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, დღეს, 19 ნოემბერს, მან განაცხადა, რომ მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს. ცოტა ხნის წინ ელენე ხოშტარიასთან ოთახში ეტლი შეიტანეს. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი