"ვიმედოვნებ, რომ მიიღებს საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას" | პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. ზბიგნევ რაუ იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას მიიღებს. 

შეშფოთებული ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ვიმედოვნებ, რომ ის მიიღებს საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას და როდესაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, მიეცემა შესაძლებლობა, შეხვდეს დიპლომატებსა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, - წერს ზბიგნევ რაუ Twitter-ზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი