საერთო ოპოზიციური მაჟორიტარების შერჩევა საზოგადოების დაკვეთაა - უგულავა ენმ-ს განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

საერთო ოპოზიციური მაჟორიტარების შერჩევა ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ნიკა მელიას ბრიფინგს. 

უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება "მთავართან" შეაფასა. ამბობს, რომ საერთო მაჟორიტარების შერჩევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი ყველა ოპოზიციური პარტიისგან მისასალმებელია.

მისივე თქმით, სწორედ საერთო მაჟორიტარების დაყენება მისცემს ოპოზიციას საშუალებას, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების მითვისება ვეღარ შეძლოს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგით სწორედ "ევროპულ საქართველოს" უპასუხა, რომლის ლიდერებმაც დღეს ენმ-ს მაჟორიტარულ ოლქებში კვოტებზე გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდეს.

ნიკა მელიამ პარტიის სახელით მზაობა გამოთქვა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს, ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმობს, ორ ოლქში კი - გლდანსა და სამგორში, კანდიდატს საკუთარი პარტიიდან წარადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი