
დეპორტაცია.... ნახვამდის საქართველო (ანუ საქართველო)! ალბათ სამუდამოდ არა... თუმცა დაბრუნების სურვილი აღარ მაქვს... - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინელი "იუთუბერი" პაველ (პაშა) კაშჩუკი წერს, რომელიც დღეს საქართველოში არ შემოუშვეს.
კაშჩუკი წერს, რომ ის საქართველოში სამოგზაურად 3 დღით აპირებდა დარჩენას, თუმცა უკან, კიევში დააბრუნეს.
"დიდი ხნის ნანატრი შვებულება აეროპორტში ძალიან სწრაფად დასრულდა. სახლში მივფრინავ, გმადლობთ, რომ როსტოვში მაინც არა (გულითადად)... რუსული სამყარო შემდეგია, გენაცვალე! ბოდიშს გიხდით, ძმებო!" ,- წერს კაშჩუკი.
კაშჩუკი ამბობს, რომ პრეტენზია აქვს უკრაინის საგარეო უწყებასა და საქართველოს ხელისუფლებასთან.