"ვფიქრობ, ეს ფაქტი რუსეთსა და მის მიერ, საქართველოს მმართველად დასმულ ივანიშვილს უკავშირდება" - დეპორტირებული უკრაინელები

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება უკრაინის მოქალაქეებს ქვეყნის საზღვარზე არ უშვებს და უკან დეპორტით აბრუნებს. უკრაინის კიდევ  2 მოქალაქე,  რომლებიც თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოდიოდნენ, გუშინ გააძევეს.

ისინი ამბობენ რომ საზღვარზე პასპორტები ახსნა -განმარტების გარეშე ჩამოართვეს, 5 საათი სადეპორტაციო განყოფილებაში დააყოვნეს და საბოლოოდ საქართველოს ტერიტორია დაატოვებინეს.  

"ვფიქრობ, ეს ფაქტი პირდაპირ რუსეთსა და მის მიერ საქართველოს მმართველად დასმულ ივანიშვილსა და მის გუნდს უკავშირდება, რადგან ჩვენ რუსეთსა და მის მმართველობას, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მწვავედ ვაკრიტიკებთ" ამბობს ვერა იასტრიპოვა.

"ჩვენ მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამოაზრეებს ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინაში. ერთადერთი მიზნით ჩამოვედით, რომ პატარა აქცია-პერფორმანსები გაგვემართა ციხესთან და ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, რადგან ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი რუსეთის მიერ გამოგზავნილი მმართველია - ამბობს პაველ ლისიანსკი

2 დღის წინ  ქვეყანაში ასევე არ შემოუშვეს ცნობილი უკრაინელი ბლოგერი ვლადიმერ ზოლკინიც. უკრაინელი მოქალაქეები ამბობენ რომ  საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ესაა უკანონო ქმედება და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. 

​ამავე თემაზე:

"ნანატრი შვებულება აეროპორტში ძალიან სწრაფად დასრულდა... დეპორტაცია, ნახვამდის"... | უკრაინელი "იუთუბერი" საქართველოში არ შემოუშვეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი