სამხედრო ჰოსპიტალი დუმს - უცნობია, როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალის ადმინსიტრაცია არ ჩქარობს. მაღალი საზოგადოებრივ ინტერესის მიუხედავად, ჰოსპიტალში დღეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შესაბამისად უცნობია, როგორ გრძნობს თავს, მკურნალობის დაწყებისა და შიმშილობის შეწყვეტის მეორე დღეს, მესამე პრეზიდენტი.

ბოლო ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის შესახებ გასულ ღამეს, მისმა პირადმა ექიმმა გამოიტანა. გარკვეულ დარღვევებზე ისაუბრა გიორგი ჩალაძემაც, რომელიც ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილის სამედიცინო პროცედურებს ბადრაგი ესწრება, რაც პაციენტისთვის დაუშვებელია.

თავად გორის სამხედრო ჰოსპიტალის შიდა და გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.   

ამავე თემაზე:

"ჩემი რეკომენდაციაა, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს თავისუფალი მკურნალობის უფლება სრულ გამოჯანმრთელებამდე" | ნიკოლოზ ყიფშიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი