რუსეთი იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

Military Times-სთან საუბარში უკრაინის თავდაცვის სამინისტრის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთი იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება. მისივე ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა.

კირილ ბუდანოვის თქმით, სავარაუდოა, რომ თავდასხმა იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე რუსეთის ნებისმიერი მოქმედება იყო 2014 წლიდან მოყოლებული.

მისი თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე, ასევე მცირე შეჭრას ბელარუსის გავლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი