თავისუფლება მიშას! - ამ მოთხოვნითა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, აქცია ბარსელონაშიც გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა, ბერლინში, მილანსა და ვენაშიც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ის 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რის შემდეგაც, 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.