აშშ-ში ავტომობილი საშობაო აღლუმზე მოქალაქეებში შეიჭრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

თავდასხმა უისკონსინის შტატში - ამერიკის ქალაქ უოკეშოში პირმა, რომლის ვინაობაც ჯერ არ დადგენილა, ავტომობილით ჯებირები გაარღვია და ხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე შეიჭრა. დაშავდა 30-მდე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია.

ტრაგედიის შედეგად არიან დაღუპულებიც, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. ავტომობილის მიმართულებით იყო სროლაც.

კვირას ღამით, პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. თვითმხილველებმა მანქანის მძღოლი აღწერეს, როგორც კაცი, თუმცა პოლიციას ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

საშობაო აღლუმი ქალაქის ყოველწლური ღონისძიებაა, რომელიც შარშან პანდემიის გამო გაუქმდა. წელს ის 58-ედ იმართებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი