ფინანსთა მინისტრის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსებში ერკვევა

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის აზრით, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ფინანსებში ერკვევა. ამ თემაზე მან ჟურნალისტის კითხვას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.

"გასაგებია რისი კითხვაც გინდათ, ეს არ არის თქვენი შეკითხვის სრული ნაწილი, დიახ ერკვევა", - თქვა ხუციშვილმა. 

მოგვიანებით მას ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს ჩვენების მიხედვით ჰკითხა - რატომ ჰყავს ქვეყანას ისეთი პრემიერი, რომელიც ვერ ერკვევა ფინანსებში და იურიდიულ საკითხებში, რაზეც ხუციშვილმა თქვა:

"კონტექსტიდან ამოგლეჯილი გარკვეული ფრაზის განზოგადოებას ცდილობთ, რაც ბუნებრივია არავისთვის საინტერესო არ არის და ამ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს" - ამბობს ხუციშვილი

ცნობისთვის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოსთვის  ჩვენების მიცემის დროს, მისივე დანიშნულ პრემიერ ღარიბაშვილზე ამბობს, რომ ის მისთვის უავტორიტეტოა, არ აქვს არც იურიდიული და არც ფინანსური განათლება. ჩვენება ტელეკომპანია "ფორმულამ" გაასაჯაროა - „რაც გინდათ ის დაარქვით,  რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“ - ამბობს იმავე ჩვენებაში ივანიშვილი

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი