ნორმალურ ქვეყანაში გათავისუფლებაც კი ხდება ადამიანის, როცა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მან მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულა.
ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს თავისუფლად მკურნალობის საშუალება - ამბობს დიტო საძაგლიშვილი, თუმცა მისივე თქმით, დღეს ამ მექანიზმებზე არ უსაუბრიათ.
ველოდებოდი უკეთეს მდგმარეობას, მაგრამ ის ძალიან სუსტადაა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, არ შეიძლება 1 ან 2 დღეში მოხდეს ჯანმრთელობის აღდგენა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, არც უკვალოდ ვერ ჩაითვლის მის ჯანმრთელობასა და მორალურ მდგომარეობაზე" - ამბობს საძაგლიშვილი
გორის ჰოსპიტალი უკვე დატოვეს სახელმწიფო სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეაბილიტაციაში არიან ჩართულები. დღეს მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა ელენე გიორგაძე, რომელიც უშუალოდ აკონტროლებს მესამე პრეზიდენტისთვის კვების აღდგენის პროცესს.