"ოცნება" ონლაინ კაზინოების აკრძალვას აანონსებს | რას ნიშნავს ღარიბაშვილის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ონლაინ კაზინოების აკრძალვას აანონსებს. პრემიერ ღარიბაშვილის მიერ სამთვიანი ინტერვალით გაკეთებული რადიკალურად განსხვავებული განცხადებების შემდეგ სპეციალისტებმა ხელისუფლების ფარული მიზნის გარკვევა დაიწყეს.

გაუგებარია, რას ნიშნავს მთავრობის მეთაურის ინიციატივა, რომელიც ბიუჯეტს მილიარდნახევარ ლარს აკარგვინებს, 30 ათასით ზრდის უმუშევართა რაოდენობას და უდიდეს საფრთხეს ქმნის, სამორინეებმა იატაქვეშეთში გადაინაცვლონ.

ცხადია, "ქართული ოცნების" ინიციატივას პოლიტიკური სარჩელი აქვს და პირველ რიგში ეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიღებული კიდევ ერთი გამანადგურებელი გადაწყვეტილებაა, რადგან სწორედ ონლაინ სამორინეები შეადგენს სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს და მათი აკრძალვა პირდაპირი დარტყმა იქნება დამოუკიდებელი არხების ფინანსებზე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი