მიხეილ სააკაშვილის პროცესებზე დასწრების საკითხი ბრეგაძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის - შოთა თუთბერიძე

გამოქვეყნდა:

"ეს საკითხი რატი ბრეგაძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის" - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "შიმშილობის შეწყვეტა აძლევთ საფუძველს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებს დარბაზში დაესწროს".

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოების წნეხი, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში უფრო ძლიერი ხასიათი მიიღო, მმართველ გუნდს არ უტოვებს სხვა არჩევანს გარდა იმისა, რომ მესამე პრეზიდენტს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს. 

"მე არ ვიცი ბრეგაძე რას გადაწყვეტს, უფრო მეტიც, მგონია, რომ ეს ბრეგაძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. თუმცა, ის საერთაშორისო კონსოლიდირებული წნეხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე ხორციელდება ბოლო პერიოდში და რომელმაც განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში, ძალიან ძლიერი ხასიათი მიიღო, ვფიქრობ, ხელისუფლებას არ უტოვებს სხვა არჩევანს გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

ამავე თემაზე:

"შიმშილობის შეწყვეტა გვაძლევს საფუძველს, სააკაშვილი სასამართლო პროცესს დარბაზში დაესწროს" | ბრეგაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი