#FREESAAKASHVILI - აქტივისტებმა ბანერი ჩაქვის ხიდზეც გადმოფინეს

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - ამ წარწერით ბანერი ამ წარწერით ჩაქვის ხიდზეც გადმოფინეს. აქცა-პერფორმანსი სიმბოლურად ვარდების რევოლუციიდან მე-18 წლისთავს ეძღვნება.

აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია კაცი, რომელმაც 18 წლის წინ ქვეყანა შექმნა დღეს ციხეში იყოს.  "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, აქცია ჩაქვის ხიდიდან ბათუმში, "ვარდების სკვერში" გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ოპოზიცია თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი