დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჯაროებაზე უარი სასამართლოში გაასაჩივრა

გამოქვეყნდა:

განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა, ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. საუბარია გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებაზე.

საქალაქო სასამართლო იურისტებისთვის განაჩენის გადაცემაზე უარს ამბობს და ამას პერსონალური მონაცემების დაცვის მიზეზით ხსნის. ეს მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ვიდეო მასალა თავად სამთავრობო უწყებამ პერსონალური მონაცემების დარღვევით გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჯაროებაზე უარი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა სასამართლოში გაასაჩივრა.

"როდესაც მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება ციხეში, მისი პირადი კადრები, საკნის მდგომარეობა, ყველაფერი საჯაროა, განაჩენი არის დახურული და კონფიდენციალური. ეს არის პარადოქსი. ჩვენ შევიტანეთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოვითხოვეთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადმოცემა. ეს არის ჩვენი უფლება, რომ ვიცოდეთ, რაში არის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ეს არ არის დაცული პერსონალური მონაცემების მუხლით. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, იცოდეს რისთვის იყო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი", - ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადმოცემის მოთხოვნით 15 ოქტომბერს მიმართა, რაზეც მათ 18 ოქტომბერს უარი მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი