"ფურცელზე დაუწერეს ციფრი, 100 000 დოლარი" - ვინ არიან აბაშიძის დროინდელი ძალოვნები, რომლებიც მოსყიდვის მცდელობაში ფიგურირებენ? 

გამოქვეყნდა:

ჩანაწერებში, რომელიც დღეს ენმ-მ გაასაჯაროვა ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის 2 მაღალჩინოსანი ფიგურირებს. საუბარია ვაჟა თაბაგიძესა და ბადრი ბაკურიძეზე

თაბაგიძე აჭარის სამძებროს უფროსი, ხოლო ბაკურიძე ბათუმის უშიშროების უფროსი იყო. მათ ქვეყანა 2004 წელს, ასლან აბაშიძის გაქცევის შემდეგ დატოვეს და როგორც გაირკვა, 2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ივანიშვილის "ოცნება" მოვიდა, დაბრუნდნენ.

ენმ-ს წევრის, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ჩანაწერი 11 ნოემბრისაა და ამის შემდგ, რამდენიმე დღეში მათი თანაგუნდელი გულის შეტევით გარდაიცვალა. 

სწორედ ზეწოლას, მოსყიდვის მცდელობასა და მუქარას უკავშირებენ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აღნიშნულ ტრაგედიას.

ეს ადამიანები მივიდნენ და სთავაზობდნენ თანხას ნუგზარ ფუტკარაძეს. ბევრი შეხვედრა მოხდა მათ შორის, ბოლოს ბარტონმა ნუგზარმა გააკეთა ჩანაწერი და პირადად მომაწოდა მე, იმიტომ რომ კარგად გვქონოდა ინფორმაცია, რა მასშტაბის ზეწოლასა და მოსყიდვაზე იყო საუბარი. ჩანაწერი გაკეთდა 11 ნოემბერს და აქედან რამდენიმე დღეში, ნერვიულობის ნიადაგზე, ბატონი ნუგზარი გარდაიცვალა - ამბობს კირთაძე  "დღის სტუმრის" ეთერში.

"ოცნებას" ბათუმის საკრებულოში უმრავლესობისთვის ერთი ადამიანის გადაყვანა სჭირდებოდა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ენმ-ში მოსყიდვის მცდელობას.

ჩანაწერებში ისმის, რომ ფურცელზე დაუწერეს ციფრი, თუმცა თვითონვე მითხრა, რომ ეს იყო 100 000 დოლარი. ისმის ასევე ხმა, რომ ბატონი ვაჟა და ბადრი უკან სთხოვენ 20%-ს. ეს არის მათი მომსახურების თანხა. პირდებიან ასევე ოჯახის წევრების დასაქმებას, პრივილეგიებს და ა.აშ. ერთადერთი მოთხოვნა რაც აქვთ არის ის რომ დატოვოს ნაციონალური მოძრობა და საკრებულოში იყოს ნეიტრალური წევრი" ამბობს კირთაძე.

ყოფილი მაღალჩინოსნების გარდა, საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად სახელდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, რომელიც ასევე პოლიციის მაღალჩინოსანია.

რიჟვაძე ბრალდებების საპასუხოდ დღეს დაიმუქრა:

"დღეს თორნიკე რიჟვაძე გამოსულა და უთქვამს რომ იმ ჩანაწერებში არ ფიგურირებს მამამისი. საინტერესოა საიდან იცოდა თორნიკე რიჟვაძემ ჩანაწერების არსებობის შესახებ? ეს ჩანაწერი ნუგზარ ფუტკარაძემ მომაწოდა მე და დღეს მოხდა მხოლოდ ჩვენს ბრიფინგზე ამის გახმაურება" ამბობს კირთაძე  

ოპოზიცია მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომას ითხოვს და ამბობენ, რომ მათი თანამდებობაზე ყოფნის პირობებში საქმეს არავინ გამოიძიებს. 

ამავე თემაზე:

ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში ასლან აბაშიძის დროინდელი ძალოვანები და რიჟვაძის მამა ამხილეს -"ენმ" სკანდალურ აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი