"თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას" | რიჟვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.

საქმე ეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. საქმეში ფიგურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძეც.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი რეალურად არ ფიგურირებს, "ყველას მოსთხოვს ბოდიშის მოხდას".

"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები.

რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი, რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ. 

ჩანაწერები ოპოზიციამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ აღნიშნა, რომ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე.

ამავე თემაზე:

ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში ასლან აბაშიძის დროინდელი ძალოვანები და რიჟვაძის მამა ამხილეს -"ენმ" სკანდალურ აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი