ფიზიკური დაპირისპირება რუსთავის მერიაში - ნაცემია რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია.
ინციდენტი სხდომაზე მოხდა, საპირისპირება კი მოქალაქე თორნიკე თავაძის მოთხოვნას მოჰყვა. ის უკვე ექვსი წელია მიწის დარეგისტრირებას ითხოვს, თუმცა მერია გარკვეული მიზეზის გამო უარს ეუბნება.
ჩხუბში მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა პაპელიშვილიც მონაწილეობდა. მომხდარს მერიაში უარყოფენ და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გამოძიება დაწყებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი დაკავებულია ერთი პირი, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.