
საინტერესოა, საიდან იცოდა თორნიკე რიჟვაძემ ჩანაწერების არსებობის შესახებ? - აცხადებს ენმ-ს წევრი და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადების კომენტირებისას.
ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით, დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე, რიჟვაძემ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე გააკეთა კომენტარი და თქვა - თუ მისი ოჯახის წევრი, რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოსთხოვს ბოდიშის მოხდას.
გიორგი კირთაძის თქმით, ჩანაწერი 11 ნოემბრისაა და ის ნუგზარ ფუტკარაძემ გარდაცვალებამდე, პირადად მას მიუტანა - "დღეს მოხდა მხოლოდ ჩვენს ბრიფინგზე ამის გახმაურება" - ამბობს კირთაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.
ამავე თემაზე: