მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გორის ჰოსპიტალის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუს შესახებ მესამე პრეზიდენტის თხოვნით საუბრობს:
"საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცეებს სურთ მისი სიკვდილი. თვითონ მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, თავისი პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე ცხადია ამ ყველაფერს.
თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია შვილს ის არ ემიჯნება. პირიქით, ის ამბობს, რომ მიხარია რომ ინტერვიუ მისცა, მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა, ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ.
მე ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც აქვს კომენტარის გაკეთების უფლება" - ამბობს ნიკა გვარამია
"შვილი"- ასე ქვია "რადიო თავისუფლების" პროექტს, რომლის პირველი სტუმარიც მესამე პრეზიდენტის შვილი იყო. გადაცემის ჩანაწერს "ტავარი არხის" მაყურებელი ეთერში შაბათს ნახავს.
ასევე იხილეთ: