"არა რუსეთს! ჩვენ გვინდა ევროპა" - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სტრასბურგში

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები სტრასბურგის სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ. მათ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რუსულ მმართველობას არ შეეგუებიან და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. 

"ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და დიდი იმედი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლიდანაც გამოვა აუცილებლად გამარჯვებული. ჩვენი თავშეყრის მიზეზი და მოთხოვნა გახლავთ შემდეგი: ჩატარდეს სამართლიანი სასამართლო; ჩატარდეს აუცილებლად საპარლამენტო არჩევნები. არა რუსეთს! ჩვენ გვინდა ევროპა", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი