შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც ენმ ბოიკოტს არ აცხადებს?! მგონი მალე საკუთარ თავს გამოუცხადებენ - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლება პროცესს აგრძელებს.

მმართველი გუნდის დეპუტატი ანრი ოხანაშვილის ამბობს, რომ მათთვის ოპოზიციის ბოიკოტი არაფერს ნიშნავს, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" "მილევად რეჟიმშია".

"ეს პროცესი იცით, რომ უპრეცედენტოა, საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა 2019 წლამდე და სწორედ "ქართული ოცნების" გუნდის დამსახურებით, ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის. [...] 

შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც არ აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს. მე მგონი საკუთარ თავს გამოუცხადებენ ცოტა ხანში ბოიკოტს. ასე რომ, აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმა არიან ეს ადამიანები გასულები, ეს მათი არჩევანია, მილევად რეჟიმში არიან, ფაქტი ეს არის, ასე რომ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს", - თქვა ანრი ოხანაშვილმა. 

იურიდიული კომიტეტი დღეს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენს. ოქროპირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც 20 ივნისის საქმეზე აქტივისტები პასუხისგებაში მისცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი