
"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს ჰკითხა, "აპირებს თუ არა, მისი ოჯახი კიდევ გამრავლდეს".
ინჯია ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს კანდიდატი, უნდა დიაწიოს თუ არა საქართველოში ქორწინების ასაკი.
"ბატონო გენადი, თქვენ სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი...
- მოგეხსენებათ, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არის. ზღვრული ასაკი ქორწინების, თქვენ რამდენად მიგაჩნიათ, შეიძლება შემცირდეს, ერთი წლით მაინც?", - მიმართა ინჯიამ კანდიდატს.
დეპუტატის კითხვას გენადი მაკარიძემ ასე უპასუხა: "არა, ვფიქრობ, რომ არა, ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია, იმიტომ, რომ ქორწინება ეს ბევრ სოციალურ საკითხს…"
იურიდიული კომიტეტი დღეს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენს. ოქროპირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც 20 ივნისის საქმეზე აქტივისტები პასუხისგებაში მისცეს.
ამავე თემაზე: