
ამ შენობაში ზის მკვლელი მამის შვილი რიჟვაძე, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა - ეს განცხადება გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის დამ, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა.
რაც მე გუშინ მოვუსმინე ჩემი ძმის ხმას, ნამდვილად იყო ზეწოლა - ამბობს ფუტკარაძის და.
"ამ ვიდეოში მონაწილე ადამიანები ყოფილი პოლიცილები არიან, რომლებიც ჩემი ძმის თანამშრომლები იყვნენ ადრე. ვიღაც კაცს ახსენებს, რომელიც რა თქმა უნდა დავით რიჟვაძეა. მეგობრებთან აქვს ნათქვამი დ წერილობით სახელი გვარი დაუწერია" - ამბობს ნუგზარ ფუტკარაძის და, ძმის მოსყიდვისა და დაშინების მცდელობასთან დაკავშირებით.
ენმ-მ აუდიოჩანაწერები გუშინ გაასაჯაროვა. ოპოზიცია გამოძიების დაწყებასა და მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომას მოითხოვს.
ამავე თემაზე: