მირდატ ქამადაძე და გიორგი კირთაძე გამოკითხვაზე დაიბარეს - ფუტკარაძის საქმე

გამოქვეყნდა:

მირდატ ქამადაძე და გიორგი კირთაძე პოლიციაში, გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ქამადაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმრის" ეთერში ისაუბრა.

საუბარია ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რომლის აუდიოჩანაწერებიც ენმ-მ გუშინ გაასაჯაროვა. ჩანაწერები მისივე გაკეთებულია და ისმის, როგორ სთავაზობენ 100 000 დოლარს ენმ-დან წასვლის სანაცვლოდ.

მთავარი ოპოზიციური პარტია ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს, თუმცა იქვე ამბობენ, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ მამა-შვილმა რიჟვაძეებმა. არსებული ინფორმაციით, სწორედ თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძეა ფუტკარაძის მოსყიდვის ერთ-ერთი ინიციატორი.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ფუტკარაძე ზეწოლა-შანტაჟით, სიკვდილამდე მიიყვანა. 

ამავე თემაზე:

"შაქარი მაქვს, სპაზმები მომცა...არანაირ ფულს არ ვიღებ...დამაძალებენ, მოჩხრიკავენ, მაგრამ რამეს ვერ იპოვიან...“ - ზეწოლა-შანტაჟის საქმის ახალი ჩანაწერი 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი