"არის თუ არა სასამართლო მზად, რომ გაასამართლოს მიხეილ სააკაშვილი?" - შეკითხვა მოსამართლეობის კანდიდატს

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრმა, კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარიძე ჰკითხა, არის თუ არა მზად დღევანდელი სასამართლო იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაასამართლოს. 

კანდიდატმა შეკითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

"- ჩვენი სასამართლო არის თუ არა მზად იმისთვის, რომ გაასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არა დაუსწრებლად, არამედ ცოცხლად. 

- მოდით მაგ შეკითხვაზე თავს შევიკავებ;

- სააკაშვილმა რომ თქვას, მე მინდა ვისაუბრო სიმართლე ჩვენი სასამართლოს შესახებ, ანუ როგორ შეიქმნა ჩვენი სასამართლო და თქვას ესეთი რამ, მოსამართლე მიდიოდა თავმჯდომარესთან, თავმჯდომარესთან ათანხმებდა გადაწყვეტილებას, თავმჯდომარე ათანხმებდა მიხეილ ჩინჩალაძესთან, ჩინჩალაძე ათანხმებდა ზურაბ ადეიშვილთან და ზურაბ ადეიშვილი ათანხმებდა ჩემთან, სააკაშვილმა რომ ეს თქვას პროცესზე თქვენ რაიმე პრობლემას ან შინაგან დისკომფორტს შეგიქმნით?

- მე ვარ მოქმედი მოსამართლე და როდესაც იმ თემაზე არის საუბარი, რაც საქმის განხილვას არ შეეხება როგორ ვიქცევი, ვაწყვეტინებ მხარეს - უპასუხა წიქარიშვილს მაკარიძემ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენადი მაკარიძის მოსმენა დაასრულა. კანდიდატს მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია და არც კრიტიკას გამოხმაურებია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი