"უსახელო, უგვარო, უსახო ადამიანების ერთობა ცდილობს დაამტკიცოს ბათუმის ბიუჯეტი" | ირაკლი კუპრაძე

გამოქვეყნდა:

"დღეს არის ერთადერთი არჩევანი, რომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ მართვის ყველა რგოლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღარ გვექნება ქალაქი" - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატი, ირაკლი კუპრაძე საუბრობს, რომელიც საკრებულოს შენობიდან პოლიციამ ცოტა ხნის წინ ძალის გამოყენებით გამოიყვანა. 

მისი თქმით, სამარცხვინო მმართველი პარტია ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ვადაგასული შემადგენლობით ცდილობს. 

​ვხედავთ ერთადერთ რამეს, სამარცხვინო '' ქართულ ოცნებას" სამარცხვინო შემადგენლობით. ვადაგასული შემადგენლობით, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს ისევ მანტრასავით 2022 წლის ბიუჯეტი 2017  წელს შერჩეულმა დეპუტატებმა, რომელსაც ვადა გაუვიდათ 2021 წელს, მაშინ როცა აირჩიეს ახალი მოწვევა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვართ არჩეული დეპუტატები საკრებულოსი, რომელმაც უნდა დაამტკიცოს საკუთარი პოლიტიკური, მორალური, ფინანსური, სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ვხედავთ, რომ უსახელო, უგვარო, უსახო ადამიანების ერთობა ცდილობს დაამტკიცოს ბათუმის ბიუჯეტი სადაც ერთადერთი მიმართულებით იზრდება ხარჯები, ეს არის მათი ხელფასები, მივლინებები და პრემიები, პოლიციელები, რომლებიც ახლა დგანან და იყურებიან ესენი არავის აინტერესებს, ესენი არიან ხორცსაკეპში ჩაყრილი მასა, რომლებსაც მოგვიგდებენ, ესენი ჩვენ გვირტყამენ და ჩვენ ამათ ვეჯიკავებით და შუაში არის თორნიკე რიჟვაძე და დათო რიჟვაძე, რომელიც ხვალვე გადააგდებენ ამ ადამიანებს სანაგვეზე მოისვრიან. დღეს არის ერთადერთი არჩევანი, რომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ მართვის ყველა რგოლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღარ გვექნება ქალაქი, - ამბობს ირაკლი კუპრაძე

შეგახსნებთ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში მმართველი პარტია უმცირესობაშია. მას 16 მანდატი აქვს, ხოლო ოპოზიციას - 19.

ასევე იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი