"დავალება მომცეს აგიტაცია ჩამეტარებინა, დაშინებაც შედიოდა მანდ" | ე.წ. მაყურებელი "მთავარს" "ოცნების" სქემას უყვება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ზეწოლისა და გაყალბების მორიგი სქემა - თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ხელისუფლებამ საქმეში უბნის მაყურებლები ჩართო და მათი გადაბირებაც შანტაჟის გზით დაიწყო.

"მთავარმა" მოიპოვა ინფორმაცია, თუ სად შეიკრიბნენ ე.წ. ავტორიტეტები მეორე ტურისთვის და როგორ დაავალეს ე.წ. უბნის მაყურებლებს ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებზე. რესპოდენტი, რომლის ვინაობასაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროვებთ, უშუალოდ ამ სქემის მონაწილე იყო. 

"იყო შეკრება კაი ბიჭების ყველა უბნისა, ვაზისუბანში, გარეუბანში, ტერიტორიაზე. რომლებმაც მოუწოდეს ყველა უბნის მაყურებელს გააქტიურდით, თქვენ ახლობლებს მოუწოდეთ, ყველას მოვიდნენ არჩევნებზე, დაავალეთ, შეპირდით რამეს, მკაცრად წარმოთქვეს. 

დავალება მომცეს წავსულიყავი კახეთში, კლასელებს დავნახებოდი, მომეწოდებინა, აგიტაცია ჩამეტარებინა, ხმა მიეცათ "ოცნებისთვის", დაშიებას შედიოდა მანდ. საწვავის ტალონებიც მომცეს, საწვავი ჩაასხი და წადიო, "ოცნების" დროშები თვითონ აგიტატორებმა მოგვცეს, ჩემი მანქანა გახადეს მოსიარულე "ოცნება", რეკლამა", - ყვება რესპოდენტი. 

მისი თქმით, არ უნდა ოჯახს საფრთხე დაემუქროს, რადგან ნასამართლევია და იცის, რომ გადაეკიდებიან. 

"ყველაფერზე წამომსვლელები არიან... მართავს კრიმინალი. ამ არჩევნებს მართავდნენ კაი ბიჭები",- ამბობს ის.

აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე არ იყო ერთადერთი, რომლის გადაბირებასაც შანტაჟით ცდილობდნენ.

ავტორი: თათია პაჭკორია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი