"ოცნების" ვადაგასულმა საკრებულომ ბიუჯეტი ზუგდიდშიც დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ვადაგასული მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ზუგდიდშიც დაამტკიცა. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას მხოლოდ "ოცნების" დეპუტატები ესწრებიან.

თავდაპირველად ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე შესვლა ანი წითლიძემ და 3 დეპუტატი შეძლო. ისინი ითხოვდნენ, რომ სხვებსაც ესარგებლათ იგივე უფლებით, რასაც დაპირისპირება მოყვა. პოლიციამ მათ საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

 ანი წითლიძე ამბობს, რომ გაყვანის დროს პოლიციელებმა  თითი მოტეხეს.

ზუგდიდის ძველი მოწვევის საკრებულოს სხდომა ბათუმის მსგავსად პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ვადაგასული დეპუტატების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, პოლიციამ ზუგდიდსა და ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავა. ვითარება ამ დრომდე ორივე ქალაქში დაძაბულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი