ზუგდიდში საკრებულოს სხდომის პარალელურად მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. დაკავებულები ე.წ. პულივიზატორით საკრებულოს შენობის წინ, საპროტესტო წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.
ცნობისთვის, ვადაგასულმა საკრებულომ ცოტა ხნის წინ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატია.
სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე აქტივისტებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით "ბიუჯეტი დაუმტკიცეთ ნახვაწას".
ცოტა ხნის წინ, დეპუტატ ანი წითლიძეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას თითი მოსტეხეს.