რუსთავის ვიცე მერს სასტიკად სცემეს - "მთავარმა" ინციდენტის დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

რუსთავის ვიცე-მერს სასტიკად სცემეს. ინციდენტი მერიის შენობაში მოხდა. გოჩა ლორიას ფიზიკურად ქალაქის მკვიდრი ბექა თავაძე მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მიწის კომისიის სხდომაზე საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გადაფორმებაზე უარი უთხრეს.

მას შემდეგ კი, რაც კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაზარდა, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები გამოიძახეს. დაპირისპირებას კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლებიც.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თავაძეები უკვე ექვსი წელია უშედეგოდ ცდილობენ მიწის გადაფორმებას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ბექა თავაძე ძალადობის მუხლით გუშინ დააკავეს. დღეს ოჯახის ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურთ, მხოლოდ ადასტურებენ, რომ დაპირისპირება მიწის გამო მოხდა.

რუსთავის ვიცე-მერმა „მთავართან“ სატელეფონო საუბრის დროს კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსთავის მერიაში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ და  მძიმე კორუფციული მდგომარეობაა, რის გამოც ხშირია ფიზიკური დაპირისპირებები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსთავის მერსა და მის მოადგილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გასულ წელს ირაკლი ტაბაღუას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავმა სცემა, ფაქტის  დაფარვის მიზნით კი, შვებულებაში გავიდა. მერისგან განსხვავებით, ვიცე მერს რიგითი მოქალაქე  გაუსწორდა, ამიტომაც ახლა ბექა თავაძე დაკავებულია.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი