
როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მიხეილ სააკაშვილი არ მიიყვანა პროცესზე, მოსამართლის გამოძახების საწინააღმდეგოდ, ეს არის კანონდარღვევა, თუ არ არის? - ამ შეკითხვით მიმართა დამოუკიდებელ იურისტების ჯგუფის წევრმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო სანდოძეს.
"არაერთ საქმეზე ხდება, როდესაც სასამართლო იწვევს პატიმარს და სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ პატიმრის ბადრაგირებას სასამართლოში არ ახორციელებს. ეს რომ ყიფილიყო ერთ კონკრეტულ საქმესან დაკავშირებით, შესაძლებელია კითხვის ნიშნები გაჩენილიყო" ამბობს სანდოძე.
მისივე თქმით, უნდა გაირკვეს რა დასახელდა სასამართლოში არმიყვანის მიზეზად.
წიქარიშვილის კითხვაზე, დასახელებული მიზეზები - ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრის უსაფრთხოება, არის თუ არა საკმარისი მიზეზი და შეესაბამება თუ არა კანონს? სანდოძე პასუხობს, რომ "საკმარისი მიზეზია".
"თუ ჩათვალა, რომ ვერ უზრუნველჰყოფდა უსაფრთხოებას, ამ საკითხებზე სწორედ, რომ პენიტენციური დაწესებულებაა ვალდებული, რომ უზრუნველჰყოს იქ განთავსებულ პირთა უსაფრთხოება" - ამბობს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი.