მიტაცებული საკრებულო ბათუმში | "ოცნების" მიერ უზურპირებული ხელისუფლება

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული რეჟიმის მიერ საბოლოოდ უზურპირებული ხელისუფლება. ქართულმა ოცნებამ დღეს ბათუმსა და ზუგდიდში ხელისუფლების ინტერესებზე მორგებული მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად მორალურ ბარიერებთან ერთად კანონიც გადათელა.

ოპოზიციური საკრებულოს წევრი დეპუტატებისთვის აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს მიუწვდომელი იყო, ვიდრე ხელისუფლების დავალებით საკრებულოს არაუფლებამოსილმა შემადგენლობამ 2022 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ამტკიცებდა. 

მწვავე დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში დილიდანვე დაიწყო. თუმცა ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა რაც ქართულმა ოცნება საჭირო ხმების მისაღებად, წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატების მობილიზება დაიწყო, მათ შორის მმართველ გუნდი არ მორიდებია უმაღლეს საბჭოში იმ დეპუტატის მიყვანას, რომელიც Covid-19-ის კონტაქტის გამო იზოლაციაში უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ საპოლიციო ძალების დახმარებით ხელისუფლებამ ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოდან გააძევა და ვადაგასული შემადგენლობით დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელიც ჩინოვნიკების ხელფასებისა და სხვა საჭიროებების გამო 49 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი