მიხეილ სააკაშვილის გზავნილები და გათავისუფლების კომიტეტი - აკაკი მინაშვილი მესამე პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვადამდელ არჩევნებზე, სასამართლოსა და ზოგადად ქვეყნის ძირეულ ცვლილებებზე ისაუბრა. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტთან დაკავშირებით, მინაშვილმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტს საკუთარი ხედვა აქვს და ამ მიმართულებით ის პარტიების გარდა საჯარო პირების ჩართულობასაც განიხილავს:

"საუბრის უდიდესი ნაწილი დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ის ძირეული ცვლილებები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანა ამოვიდეს ამ ჭაობიდან და დაიწყოს განვითარება. ყველამ ვიცით, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ოღონდ ქართული ოცნების გაყალბების მექანიზმებისა და ბერკეტების გარეშე. 

მიუხედავად იმისა, რომ მან განაცხადა, რომ ის არ აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას რაიმე თანამდებობაზე, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ზოგადად იმ ნაბიჯებსა და რეფორმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, რომ სწრაფად ამოვიდეთ ამ პრობლემებიდან, დავძლიოთ სიღარიბე, გაჭირვება და ქვეყანამ დაიწყოს დემოკრატიული განვითარება, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებაში. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტთან დაკავშირებით მან დააზუსტა თავისი პოზიცია, მისი ხედვით, ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სადაც პარტიების გარდა, ჩართული იქნებიან საზოგადოებრივი სახეები, ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე იყოს გათავისუფლებული",-თქვა აკაკი მინაშვილმა. 

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი