"შაბათის მთავარმა" მოიპოვა ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ბოლო მიმოწერა მეგობრებთან და ბოლო ჩანაწერები, რომლებიც შუამავლებთან შეხვედრისას გაკეთდა. საინტერესოა, რომ ამ შუამავლებმა ის 12 ნოემბერს გაურკვეველ პირს შეახვედრეს.

სავარაუდოა, რომ მოსყიდვის უშედეგო მცდელობის შემდეგ ხელისუფლების მიერ მიგზავნილი პირები უკვე ზეწოლის განსაკუთრებულ მძიმე ფორმებზე გადავიდნენ. ვის შეხვდა და რაზე ესაუბრნენ, ფუტკარაძეს უკვე აღარავისთან უხსენებია. სავარაუდოა რომ მას ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

უკვე მეორე დღეა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კითხავენ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე. ფარული აუდიოჩანაწერები პირდაპირ ადასტურებს, რომ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელისუფლების სახელით სთავაზობდნენ ფულს, ოპოზიციის ღალატის სანაცვლოდ და სხვა შემთხვევაში ცხოვრების გართულებით ემუქრებოდნენ.

შუამავლები, რომლებმაც სავარაუდოდ უკვე დატოვეს ქვეყანა, ამ ფულიდან 20%-ს საშუამავლოსაც კი ითხოვდნენ. კიდევ უფრო ცინიკურია ხელისუფლების დამოკიდებულება. გამოძიება იმ შენობაში და დეპარტამენტში მიმდინარეობს, სადაც მთავარი სიტყვა დავით რიჟვაძეს ეთქმის. აჭარის მთავრობის მეთაურის მამა და რეგიონის დე ფაქტო მმართველი სწორედ ის დამკვეთი იყო, ვინც ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდა და რასაც საბოლოო ჯამში ემსხვერპლა საკრებულოს ყველაზე ხანდაზმული წევრი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი