"მიხეილ სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე დასწრებას წყვეტს ის" | მარიამ ჯიშკარიანმა გორის ჰოსპიტალი დატოვა

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის" - განცხადება ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა. 

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს სტაციონარში მკურნალობა კვლავ სჭირდება, თუმცა მას სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.

"ჯანმრთელობის თვალსაზრისით, კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას. მე და ჩემს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიგვაჩნია ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ვინაიდან, ციხეთა სისტემაში მოხდა, მიხეილ სააკაშვილის წამება, რასაც მოჰყვა 
როგორც ფსიქოლოგიური შედეგები, ასევე შიმშილობის გახანგრძლივება და შიმშილობის გახანგრძლივებას მოჰყვა ნეირო ენცეფალოპათია. 

ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ რეაბილიტაციას და მკურნალობას, ასევე რეფიდინგის სნდრომიც ბოლომდე არ არის აღდგენილი, თუმცა მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის",- თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა უცნობია მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება მას ამის შესაძლებლობას.

წინა ორ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოებს არ დაასწრეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი