დაასწრებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესს - სხდომა დღესაა ჩანიშნული

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოა ჩანიშნული. პროცესი 11:00 საათზე დაიწყება, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი მიიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქალაქო სასამართლოში.

ადვოკატების თქმით, იმ შემთხვევაში თუ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს არ დაასწრებს პროცესს, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმ პოლიტიკური რეპრესიის, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლება ანხორციელებს.

"ჩვენ რაღაც ილუზიები არ გვაქვს ნამდვილად დაშენებული მიმდინარე სასამრთლო პროცესზე, იმიტომ, რომ ეს ყველას კარგად გვესმის, რომ უფრო მეტად არის პოლიტიკური პროცესი, ვიდრე სამართლებრივი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ ან ეხლა, ან მომავალში, ამ საქმეზე ან პირობებში, ეს იქნება არა მართლმსაჯულების წარმოების პროდუქტი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების დეკლარაცია", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდზე უნდა იმსჯელონ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი