მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, სასამართლოში გადაჰყავთ | სამხედრო ჰოსპიტალი პენიტენციურის მანქანებმა დატოვეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, სავარაუდოდ, საკუთარ პროცესს დაესწრება. გორის სამხედრო ჰოსპიტალი ცოტა ხნის წინ პენიტენციური სამსახურის სპეციალურმა მანქანამ და ესკორტმა დატოვა. 

ისინი იმ ფლიგელთან იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ესკორტი თბილისის მიმართულებით გამოემართა.

ფაქტზე ჯერ არცერთი სახელმწიფო უწყების მხრიდან განმარტება არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი