მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, სასამართლოში უკვე მიიყვანეს - შენობასთან ვერტმფრენიც გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოს ეზოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანა ესკორტის თანხლებით უკვე შევიდა. შენობასთან გამოჩნდა ვერტმფრენიც

ჯერ-ჯერობით პენიტენციური სამსახური არ აკონკრეტებს მიიყვანეს თუ არა უკვე საკაშვილი სასამართლოში, უწყება განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს. 

ადგილზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. "მთავარმა" გორის ჰოსპიტალიდან გამოსული მანქანის ნომრები გადაამოწმა, ის არ ემთხვევა იმ სერიას, რომელიც ცოტა ხნის წინ სასამართლოს შენობაში შევიდა, თუმცა რას უნდა უკავშირდებოდეს ეს, ჯერ უცნობია.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი