კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს, ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდგება - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან მივიდა. ის შენობაში შესვლას ელოდება. მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას უთხრეს, რომ გაარკვევდნენ შეუშვებენ თუ არა მას შიგნით. 

ადგილზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.

"კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს იმიტომ, რომ ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, უბრალოდ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდგება", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

სასამართლო პროცესი 11:00 საათზე უნდა დაიწყოს. პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი