პოლიციის ძალადობრივ ოპერაციას საქალაქო სასამართლოსთან შს მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე ხელმძღვანელობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე. ის სავარაუდოდ პირადად ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების დაკავებებსა და მათ წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობრივ ქმედებებს, რა დროსაც, სამართალდამცველები ცდილობდნენ ტერიტორიის გაწმენდას, უხეშად ექცეოდნენ ტელეოპერატორებს, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, დააკავეს ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა. დაპირისპირების დროს კი დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი