
ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი.
"აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა მათი ნატოსკენ მიმავალი გზის დეტალებს ასახავს. საქართველოც და უკრაინაც ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები არიან, რაც ნატოს მოკავშირეებთან მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებსაძლიერებს", - ნათქვამია სახდეპის ინფორმაციაში.