ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი ისაა, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭირდება - ომბუდსმენი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ომბუდსმენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მმართველ პირებთან მართავს შეხვედრებს.

მან გუშინ პირველი შეხვედრები სენატორ ბენ კარდინის მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, თომას მელიასთან და ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსენთან გამართა. 

როგორც ნინო ლომჯარიამ "მთავარ არხთან" განაცხადა, შეხვედრებზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში კრიტიკული მედიის თავისუფლების შესახებ მსჯელობას.

"ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი აქ არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება, ერთობლივად ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესები განვითარებას, რაც სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო მოვლენებიც განიხილეს და აღნიშნა, რომ რომ არა მათი მხრიდან ღია მხარდაჭერა სახალხო დამცველის პოზიციონირების, შეიძლება საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩენილიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი