
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები იმედს გამოთქვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მომდევნო პროცესზე დასწრებისა და სიტყვით გამოსვლის საშუალებაც მიეცემა.
ისინი მესამე პრეზიდენტს დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულებენ და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის დაცვის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.
"ცხადია, მას სურვილი აქვს დაესწროს, სადაც კიდევ ერთხელ გახდება ნათელი, თუ როგორი სამარცხვინო მართლმსაჯულება მიმდინარეობს საქართველოში ბრალდების მხრიდან, თუ როგორი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია მესამე პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა და მისი ხმის გაგონება ქართული საზოგადოებისთვის, ამ ხელისუფლებას არ სურს და ყველანაირად შეეცდებიან, ეს არ მოხდეს, მაგრამ ემ იმედი მაქვს, მომდევნო პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება და შეძლებს, იგივე გააკეთოს და ნათელი მოჰფინოს ბევრ ბუნდოვან საკითხს", - ამბობს შოთა თუთბერიძე.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლების სურვილი მიხეილ სააკაშვილის მაქსიმალური იზოლირებაა და ამაზე სატელეფონო ზარების შუამდგომლობის არდაკმაყოფილებაც მეტყველებს.
"სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ის არ არის დამოუკიდებელი ორგანო და ის ხელმძღვანელობს მხოლოდ ხელისუფლების მითითებებით და ხელისუფლების სურვილია, მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს კომუნიკაცია. დღესაც ვხედავთ, რომ მას სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა და მხოლოდ 2 თვის თავზე მიეცა შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე წარდგომის. სატელეფონო ზარების შუამდგომლობის არდაკმაყოფილება მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური იზოლირება სურს მიხელ სააკაშვილის", - ამბობს ბექა ბასილაია.
შეგახსენებთ, უფლებადამცველებმა მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების მოთხოვნით შუამდგომლობა გუშინდელ სასამართლო პროცესზე დააყენეს და ამ უფლების აღსრულების კანონიერ საფუძვლებზე ისაუბრეს. თუმცა, სასამართლომ საჩივარი არ განიხილა მესამე პრეზიდენტისთვის სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებაზე.
ამავე თემაზე: