
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორც ურტყამს ხელს საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქციის მონაწილეს პოლიციის თანამშრომელი.
სავარაუდოდ, სამართალდამცავები პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. კადრების მიხდვით, სწორედ პოლიციის თანამშრომლის აგრესიას მოჰყვა ადგილზე ვითარების გამწვავება.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, იყო დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის. პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეიც გამოიყენა.
შსს-მ ჯამში 15 პირი დააკავა, მათ შორისაა გიგი უგულავა და ბესიკ თამლიანი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.