​წარმოუდგენელი გულგრილობა... ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება - ელენე ხოშტარია კოვიდსტატისტიკაზე

გამოქვეყნდა:

"არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა" - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კორონავირუსის საგანგაშო სტატისტიკას. 

როგორც ის Facebook-ზე წერს, ხელისუფლება მოქალაქეებს ეუბნება, რომ ყოველდღიურად 50-80 ადამიანის სიკვდილი ნორმაა. 

"მერამდენე დღე თუ კვირა თუ თვეა, რაც 50-80 ადამიანი მიდის კორონას გამო. არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა. ეს ნორმააო გვეუბნებიან. ნორმაა, რომ ვერ ავცერით, არც მოგვიკლავს ამისთვის თავიო. წარმოუდგენელი გულგრილობა და ჩამოშლაა ეს.

ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება…", - წერს ელენე ხოშტარია. 

ამავე თემაზე:

80 გარდაცვლილი და 5 050 ახალი შემთხვევა - 30 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი